სექსუალური შევიწროება

სამი ქალი დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

Variety

ოსკარის მფლობელი მსახიობი დასტინ ჰოფმანი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ სამმა ქალმა დაადანაშაულა. ჟურნალ Variety-ის ცნობით, ჰოფმანმა ორ მათგანზე სექსუალური ზეწოლა 1987 წელს სცადა. მესამე ქალი კი ამბობს, რომ შემთხვევა 1980 წელს მოხდა, როცა ის 16 წლის იყო - მსახიობმა მას ფეხის მასაჟის გაკეთება სთხოვა. 

ჰოფმანის ადვოკატი ამბობს, რომ ეს განცხადებები ცილისწამება და სიცრუეა.

უკვე 80 წლის მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში სხვა სამმა ქალმა 30 წლის წინაც დაადანაშაულა. მაშინ ჰოფმანმა ერთ-ერთ მათგანს ბოდიში მოუხადა - მსხვერპლი თინეიჯერი გოგონა იყო, რომელიც 1985 წელს, სატელევიზიო სერიალის Death of a Salesman გადაღებაზე სტაჟიორი იყო. 

კომენტარები