ფსიქოლოგია

კვლევის მიხედვით, დის ყოლა ადამიანს უფრო მხიარულსა და ოპტიმისტს ხდის

getty images

რამდენიმე უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დის ყოლა ადამიანს უფრო მხიარულსა და ოპტიმისტს ხდის.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 17-დან 25 წლამდე 571 ადამიანი და აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დასთან ერთად გაიზრდნენ უფრო მხიარულები და ბედნიერები არიან.

გამოკითხულებმა კითხვებს უპასუხეს, მათ შორის ფსიქიურ ჯანმრთელობასა და მათ პერსპექტივებზე. პასუხების მიხედვით გაირკვა, რომ დის ყოლის დროს ღია ხარ სიახლეების მიღებისთვის და ბევრს საუბრობ შენს გრძნობებზე, რაც კარგად აისახება ფსიქიურ ჯანმრთელობაზე.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორი ტონი კასიდის თქმით, დის ყოლა ოჯახში კარგია კომუნიკაციისთვის.

"დები ახალისებენ კომუნიკაციას ოჯახში, ძმებს განსხვავებული ეფექტი აქვთ. კომუნიკაცია და გახსნილობა კი კარგად მოქმედებს ფსიქიურ ჯანმრთელობაზე." - ამბობს ტონი კასიდი.

კომენტარები