ქართული ოცნება

ქართული ოცნება პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრვლესობა ორ ახალ ფრაქციას შექმნის. მდინარაძის განმარტებით, ფრაქციებში წევრთა არსებული გადანაწილება "საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი არაა", ამიტომაც უმჯობესია დეპუტატები დამატებით ფრაქციებად დაიყონ. გადაჯგუფების შემდეგ უმრავლესობის შემადგენლობაში 8 ფრაქცია იქნება.

"უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ იქნება ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86-წევრიანი და 6-წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 - წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6 წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს", - ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების ფრაქციების და მათი თავმჯდომარეების ჩამონათვალი:

  • ქართული ოცნება - 86 წევრი, თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
  • ქართული ოცნება კონსერვატორები - 6 წევრი, თავმჯდომარე გიგა ბუკია
  • ქართული ოცნება მრეწველები - 6 წევრი, თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე
  • ქართული ოცნება მწვანეები - 6 წევრი, თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე
  • ქართული ოცნება რეგიონებისთვის - 6 წვერი, თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი
  • ქართული ოცნება სოც. დემოკრატები - 6 წევრი, თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი

პირველი არხის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი სავარაუდოდ, ბიძინა გეგიძე იქნება, ხოლო მეორე ფრაქციას სავარაუდოდ გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს.

ამ დროისთვის, ბიძინა გეგიძის ფრაქციის წევრებად ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და ზაზა პაპუაშვილი მოიაზრებიან.

რეგლამენტით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნას ექვსი დეპუტატი სჭირდება.

კომენტარები