შუალედური არჩევნები 2018

ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება

ტაბულა

ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის 49 104 მაცხოვრებელს პარლამენტში მჟორიტარის ასარჩევად განმეორებით არჩევნებში მოუწევს მონაწილეობის მიღება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ამ ოლქის მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნა, ამიტომაც პარლამენტში ამ ოლქიდან ახალი წარმომადგენლის არჩევა გახდა საჭირო.

ლილუაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ უახლოეს სესიაზე იმსჯელებს.

ლილუაშვილი 2016 წელს დავით ნარმანიამ საკუთარ მოადგილედ დანიშნა, იქამდე კი ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მერიაში გადასვლამდე ლილუაშვილი "ქართუ" ჯგუფის, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

ვახტანგ გომელაურის მოქმედი მოადგილეები არიან: იოსებ გოგაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი.

კომენტარები