ანდროპოვის ყურები

Silk Road Group-მა ვარდების მოედანზე რესტორანი "ანდროპოვის ყურები" გახსნა

0 კომენტარი

Silk Road Group-მა თბილისში ვარდების მოედანზე, ყოფილი "ანდროპოვის ყურების" ტერიტორიაზე მდებარე რესპუბლიკის შენობაში მაღალი დონის რესტორანი "ანდროპოვის ყურები" გახსნა. რესტორანში ზღვის პროდუქტების დაგემოვნებაა შესაძლებელი და მასში საკვებს გარკვეული დროით მიშელინის კლასის მოწვეული შეფ-მზარეულები მოამზადებენ.

"სუპერ წარუმატებული ადგილიდან ჩვენ გავაკეთეთ სუპერ წარმატებული პროექტი. სწორედ ასეთია ჩვენი ხედვა ვარდების მოედანთან დაკავშირებით. სასტუმრო ივერიის ნაცვლად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იყო ომის წაგების, დამარცხების სიმბოლო ახლა სასტუმრო რადისონი დგას, რომელიც უკვე მესამეჯერ აღიარეს საუკეთესოდ მსოფლიოში. ასეთი წარმატებული იქნება აქ ახალი სასტუმრო ტელეგრაფი, ასეთი წარმატებული იქნება მთლიანად მოედანი და ასეთი წარმატებული იქნება საქართველო", - რესტორნის გახსნაზე განაცხადა Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა.

ანდროპოვის ყურების შესახებ:

ანდროპოვის ყურების დემონტაჟი 2005 წელს მოხდა, საბჭოთა დროს ნაგებობა სახალხო აღლუმებზე მთავრობის წევრთა ტრიბუნის როლს ასრულებდა.

ფოტო: forum.ge

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები