ვანო მერაბიშვილის საქმე

გიორგი კანდელაკი: ევროპარლამენტარები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

გუშინ ევროპარლამენტთა ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტს წერილით მიმართა, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილი.

წერილს გამოეხმაურა"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, ასეთი გამოხმაურება ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჯგუფისგან, აქამდე არასდროს ყოფილა.

"ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოხმაურებები უკვე იყო ესტონეთის პარლამენტართა
და პოლიტიკოსთა ჯგუფის, ლიტვის და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის მხრიდან. იყო მოწოდებები, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი სცეს
ევრო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ წერილს
ხელს აწერს ევრო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
დევიდ მაკალისტერი და დიდი იმედი გავქვს, რომ განსხვავებით წინა შემთხვევებისა,
ახლაც საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა მაღალი რანგის სიგნალს
ბრიუსელიდან. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ინტერესშია ეს გვერდი
ისტორიაში დაიხუროს და ყველამ ერთად ვიფიქროთ მომავალზე და არა წარსულზე.
წერილი ასევე ეხება ორ სხვა საკითხს, მთავრობის საპარლამენტო კონტროლი და
მოუწოდებს პრემიერ მინისტრს და მთავრობის წევრებს, რომ რეგულარულად იარონ
პარლამენტში და თავი არ აარიდონ საპარლამენტო კონტროლს. წერილში საუბარია ასევე
მედიაპლურალიზმის შენარჩუნების აუცილებლობაზე." - თქვა გიორგი კანდელაკმა.

კომენტარები