მეწყერი

ჩილეში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი გაანადგურა, დაღუპულია 5 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ჩილეში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა პალენას პროვინციაში სოფელი ვილა სანტა ლუსია გაანადგურა.

დაღუპულია 5 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 15.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩაკეტილია გზების ნაწილი. სამაშველო ჯგუფები გადარჩენილებს ამ დრომდე ეძებენ.

სოფელი კორკოვადოს ეროვნულ პარკთან მდებარეობს, რომელიც ტურისტებში ვულკანების, ფიორდების და ტყეების გამოა პოპულარული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები