კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო კვლავ ვერ ხერხდება. ხანძარმა 4 დეკემბრის შემდეგ უკვე 1000 კვადრატული კილომეტრი დაწვა. შტატის ისტორიაში უკვე სიდიდით მესამე ხანძარს ტომასი დაარქვეს.
ამჟამად ცეცხლი წყნარი ოკეანის სანაპიროს მიმართულებით ვრცელდება, რის გამოც სანტა ბარბარაში ევაკუაციაა გამოცხადებული.
ხანძარს 8,000-მდე მეხანძრე ებრძვის, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ მისი 40%-ია ლოკალიზებული.
ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის ერთი მეხანძრე, გარდაიცვალა.