მარი ლე პენი

პრაღაში ევროპული ულტრა-მემარჯვენე პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ

AFP

საფრანგეთის ულტრა-მემარჯვენე "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარი ლე პენი და ჰოლანდიის "პარტია თავისუფლებისათვის" ლიდერი ხეერტ ვილდერსი პრაღაში შეხვდნენ და იმიგრაციის საკითხებზე საკუთარ პოზიციებზე ისაუბრეს.

"ჩვენ უნდა შეგახსენოთ ყველას, რომ არც ერთი ჩვენგანი არ არის ქსენოფობი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროკავშირს იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ის არის კატასტროფული ორგანიზაცია. მიგრაცია თითქმის აუტანელია, ჩვენი კულტურები ნადგურდება." თქვა ლე პენმა.

ვილდერსმა ევროპას მოუწოდა იხელმძღვანელოს დონალდ ტრამპის მაგალითით და სამოგზაურო აკრძალვები გაამკაცროს.

"ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გამბედაობა, რომ ყველა არალეგალური მიგრანტებით სავსე ნავი უკან გავაბრუნოთ, როგორც დიდი ხანია იქცევა ავსტრალია." თქვა მან.

კონფერენციას ანტი-ისლამური და ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკის მქონე თავისუფლების და დემოკრატიის პარტია მასპინძლობდა, რომელმაც გასულ წელს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 11% მოიპოვა.

კომენტარები