ავსტრია

ავსტრიის სამთავრობო კოალიცია მემარჯვენე პოპულისტურ პარტიასთან შედგა

AFP

ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ავსტრიის თავისუფლების პარტიასა და სახალხო პარტიებს შორის კოალიცია დაამტკიცა.

ვან დერ ბელენმა კოალიციის შესახებ შეთანხმებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც პარტიებმა პირობა დადეს, რომ ახალი სამთავრობო კოალიცია ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ერთგული დარჩებოდა.

"მოლაპარაკებებში, სხვა საკითხებთან ერთად შევთანხმდით იმაზე, რომ ავსტრიის ეროვნულ ინტერესშია ძლიერი ევროკავშირის ცენტრში ყოფნა და მის სამომავლო განვითარებაში აქტიური მონაწილეობა." თქვა ქვეყნის პრეზიდენტმა.

"ჩვენ გვყავს კარგი და ძლიერი გუნდი. რაც შეეხება გუნდის ჩემს ნაწილს, მათი 50% ქალი იქნება." თქვა კანცლერმა სებასტიან კურცმა.

სახალხო პარტიის და თავისუფლების პარტიის სამთავრობო კოალიცია ავსტრიას 2000-2005 წლებში მართავდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩვნებში სებასტიან კურცის სახალხო პარტიამ ხმების 31,5% მიიღო, ხოლოდ მემარჯვენე პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ 26%. პარტიების და ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები