სპეცოპერაცია

სუს: სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს ბინა გადავეცით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლაშვილის ოჯახს ბინა გადაეცა.

"ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საცხოვრებელი ბინა ფონდმა "ქართუმ" შეიძინა" - აცხადებს სუს-ი და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად - 1000 ლარი გადაეცემა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.

კომენტარები