ვიზალიბერალიზაცია

უვიზო მიმოსვლით საქართველოს 174,102-მა მოქალაქემ ისარგებლა

Reuters

ტაბულამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა პირმა ისარგებლა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, 2017 წლის 28 მარტიდან - 2017 წლის 4 დეკემბრის შუალედში შენგენის ზონაში საქართველოდან 174,596 გამგზავრების ფაქტი დაფიქისრდა, საიდანაც 494, ანუ 0.3% საზღვარზე არ შეუშვეს.

შსს-ს განმარტებით აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის ზონაში ვიზიტის ფაქტებს ეხება, შესაბამისად მაღალი ალბათობით იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც უვიზო რეჟიმით ისარგებლა 174,102-ს აღემატება.

რაც შეეხება საზღვრიდან გამობრუნების შემთხვევებს, მათი მთლიანი რაოდენობა 494-ია. ქვეყნების მიხედვით, გამობრუნებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • იტალია - 98 გამობრუნება
  • პოლონეთი - 98 გამობრუნება
  • საბერძნეთი - 68 გამობრუნება
  • კვიპროსი - 59 გამობრუნება
  • გერმანია - 45 გამობრუნება
  • უნგრეთი - 41 გამობრუნება
  • ლიტვა - 27 გამობრუნება
  • ბელგია - 15 გამობრუნება
  • ნიდერლანდები - 13 გამობრუნება
  • საფრანგეთი - 11 გამობრუნება
  • ესტონეთი - 6 გამობრუნება
  • შვედეთი - 4 გამობრუნება
  • ესპანეთი -3 გამობრუნება
  • დანია - 2 გამობრუნება
  • შვეიცარია - 2 გამობრუნება
  • ფინეთი - 2 გამობრუნება

მონაცემები 2017 წლის 28 მარტი - 4 დეკემბრის შუალედს ასახავს. 

კომენტარები