ცნობილი ადამიანები

ლენი კრავიცი და ნიკოლ კიდმანი 2002 წელს დანიშნულები იყვნენ

getty images

ლენი კრავიცი და ნიკოლ კიდმანი 2002-2003 წლებში დანიშნულები იყვნენ.

ნიკოლ კიდმანმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა,რაც სერიალ Big Little Lies-ზე ლენი კრავიცის შვილთან, ზოესთან ერთად მოუწია მუშაობა.

"მე ვიცნობდი ზოეს, რადგან მამამისზე [ლენი კრავიცზე] დანიშნული ვიყავი. მე მიყვარს ლენი, ის შესანიშნავი ადამიანია." - თქვა ნიკოლ კიდმანმა.

ამის შემდეგ იმავე თემაზე ლენი კრავიცმა ისაუბრა.

"ნიკოლი შესანიშნავია. მე ჩემს ყოფილებთან ყოველთვის ვმეგობრობ. მე ის დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი, შემდეგ Big Little Lies გადაღებებზე ვნახე." - თქვა ლენი კრავიცმა.

კომენტარები