ჩილე

ჩილეს პრეზიდენტი მილიარდერი სებასტიან პინიერა გახდა

BBC

გუშინ ჩილეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა და მილიარდერმა, სებასტიან პინიერამ გაიმარჯვა.

მან ხმათა 54%-ზე მეტი მიიღო, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ჩილელ ამომრჩეველთა მხოლოდ 48,5%-მა მიიღო.

ჩილეს პრეზიდენტი, სოციალისტი მიშელ ბაჩელეტი მხარს მის კონკურენტს, სოციალ-დემოკრატ სენატორს, ალეხანდრო გილერს უჭერდა.

პინიერამ გამარჯვების შემდეგ ჩილეს ერთიანობისაკენ მოუწოდა:

"ჩილეს შეთანხმებები უფრო სჭირდება ვიდრე დაპირისპირებები. მომავლის გზები გვაერთიანებს." თქვა მან.

პინიერა ჩილეს 2010-2014 წლებში მართავდა.

კომენტარები