მის ერაყი

მის ერაყს მის ისრაელთან გადაღებული სელფის გამო ერაყში მოკვლით ემუქრებიან

0 კომენტარი

მის ერაყს მის ისრაელთან გადაღებული სელფის გამო ერაყში მოკვლით ემუქრებიან. სარა იდანმა, მის ისრაელთან გადაღებული ფოტო ერთი თვის წინ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

"მშვიდობა და სიყვარული მის ერაყისგან და მის ისრაელისგან." - წერია პოსტის აღწერაში.

მისებმა სელფი მის სამყაროს კონკურსზე ლას ვეგასში გადაიღეს.

"ფოტოს ატვირთვიდან მეორე დღეს ჩემი ოჯახის და მის ერაყის ორგანიზატორების ზარებმა გამაღვიძა. ის მუქარები, კი, რომელსაც სოციალური ქსელებით ვიღებდი, ნამდვილად საშინელი იყო." - განაცხადა იდანმა.

მის ერაყის ორგანიზაციამ სარა იდანს ფოტოს წაშლა მოთხოვა.

"ორგანიზატორებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სამინისტროს მოთხოვნა იყო, ფოტო წამეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია ტიტულს ჩამომართმევდა." - განაცხადა 27 წლის სარა იდანმა.

საქმე იმაშია, რომ ერაყსა და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ერაყი ისრაელს არ აღიარებს. 

სელფის ირგვლივ ატეხილი ხმაურის გამო, მის ერაყმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბოდიში მოუხადა ყველას, "ვინც ჩათვალა, რომ სელფი პალესტინაზე თავდასხმა იყო."

სარა იდანმა მის ისრაელთან გადაღებული სელფი არ წაშალა. ბოდიშმა კი სიტუაცია ვერ გამოასწორა. მკვლელობის მუქარები რეალურ საფრთხედ იქცა და სარას ოჯახი იძულებული გახდა, ერაყი დაეტოვებინა. CNN-ის ცნობით, სარა იდანს მოქალაქეობის წართმევითაც დაემუქრნენ, თუმცა ჯერჯერობით, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ერაყის და აშშ-ის.

2017 წელს ერაყმა თავისი წარმომადგენელი მის სამყაროს კონკურსზე 45-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაუშვა. სარა იდანის ბიკინებში გამოჩენამ ლას-ვეგასის სცენაზე ერაყის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მის ისრაელთან გადაღებულმა სელფმა ბიკინების გამო ატეხილი აურზაური სრულად გადაფარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები