პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მიმდინარე კვირაში მოუსმენს

parliament.ge

პარლამენტი მიმდინარე კვირაში საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვას დაიწყებს. ამისთვის საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიის ფორმატში ოთხშაბათიდან, 20 დეკემბრიდან იმუშავებს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართვა ხვალ გაეგზავნება. 

პარლამენტი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებს განიხილავს, რომელთა მიხედვითაც, ოთხი უწყება სამინისტროს სტატუსს კარგავს და სხვა სამინისტროს უერთდება, ესენია გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები. ამ ცვლილებას პარლამენტის ნებართვა ესაჭიროება.

  • ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი. მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუსმიშვილი ინიშნება;
  • კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი (სპორტის ნაწილი) მინისტრი იქნება მიხეილ გიორგაძე;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთიანდება, უწყების ხელმღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევა, უწყების მინისტრად კი ინიშნება მიხეილ ჩხენკელი (თსუ-ს მოქმედი პრორექტორი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო უერთდება, უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე იქნება;

კომენტარები