შეზღუდვები გზებზე

ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყება მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები