ტრანსპორტი

აზიის განვითარების ბანკმა თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ევრო გამოყო

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის "მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

სასესხო დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია.

პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თბილისს 23-ე მეტროს სადგური შეემატა, რომლის რეაბილიტაციაზეც 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კომენტარები