ჯანდაცვა

კლინიკებისთვის 2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდება

NHS

2018 წლიდან კლინიკებისთვის ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორმა N3 რეცეპტის ქაღალდი ელექტრონული ფორმით შეიცვლება. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორცილედება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს.

უწყების ცნობით, დავით სერგეენკომ დღეს კლინიკების წარმომადგენლებს უთხრა, ეს სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი იქნება.

„სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმას უკვე შეურთდა სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. 

კომენტარები