ცნობილი ადამიანები

ჯორჯ კლუნიმ ბავშვობის მეგობრებს სათითაოდ $1 მილიონი აჩუქა

People.com

ჯორჯ კლუნიმ ბავშვობის 14 მეგობარს სათითაოდ 1 მილიონი დოლარი აჩუქა.

მსახიობი კენტუკიში გაიზარდა და პოპულარობამდე საკმაოდ რთული გზა განვლო.

"მე კენტუკიში გავიზარდე. ერთი პერიოდი კარდაკარ დავდიოდი და დაზღვევებს ვყიდი, შემდეგ ქალის ფეხსაცმლის გაყიდვა დავიწყე. მე ვყიდულობდი დიდი ზომისა და გრძელ პიჯაკებს, რადგან ზედმეტი ნაჭერი მომეჭრა და ჰალსტუხები დამემზადებინა, რომლითაც გასაუბრებებზე ვივლიდი." - თქვა ჯორჯ კლუნიმ.

სინდი კროუფორდის ქმარმა, რანდე გერბერმა 2013 წლის 27 დეკემბერი გაიხსენა, როდესაც კლუნიმ თავისი ბავშვობის მეგობრები შეკრიბა და მათ სათითაოდ 1 მილიონი დოლარი აჩუქა.

"ჩვენ ჯგუფი გვაქვს, რომელსაც "ბიჭებს" ვეძახით. ჯორჯმა მე და "ბიჭებს" დაგვირეკა და თავის სახლში სადილზე დაგვპატიჟა. ჯორჯმა ლაპარაკი დაიწყო და გვითხრა - "მინდა იცოდეთ, რამდენს ნიშნავთ ჩემთვის. ლოს ანჯელესში რომ ჩამოვედი, თქვენთან მეძინა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ თქვენ მყავხართ, მე დღეს უთქვენოდ იქ არ ვიქნებოდი, სადაც ვარ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რამის დაბრუნება მეც შევძლო თქვენთვის". ამის შემდეგ მან ჩვენ ყველას 1 მილიონი დოლარი გვაჩუქა და თქვა, რომ მე თუ ფულს არ ავიღებდი, მას ვერავინ მიიღებდა ასეთი ადამიანია ჯორჯ კლუნი." - თქვა რანდე გერბერმა.

კომენტარები