ტრანსპორტი

კალაძე: გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მიკროავტობუსი

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მხოლოდ და მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეეძლებათ გაჩერება. კალაძემ აღნიშნული პროექტი თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

"ამით თავიდან ავიცილებთ ძალიან დიდ პრობლემას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ ადგილზე აჩერებენ მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებსაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ასევე ქმნიან საცობებს, როცა ხდება ყველა ადგილზე გაჩერება. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. განვახორციელებთ საპილოტე პროექტს, იქნება 14 ქუჩა, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან", - ამბობს კალაძე.

მერია კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რომელ ქუჩებზე ეკრძალებათ მიკროავტობუსებს ნებისმიერ წერტილში გაჩერება ჯერ ჯერობით არ ასაჯაროებს.

კომენტარები