მთავრობა პარლამენტში

კახიშვილი: იანვრიდან გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი განყოფილებები გაიხსნება

კახა კახიშვილი
საქართველოს პარლამენტი

2018 წლის პირველი იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი განყოფილებები გაიხსნება. აქ იმ მსჯავრდებულებს გადაიყვანენ, რომლებსაც გათავისუფლებამდე 1 წელი რჩებათ. მინისტრმა კახი კახიშვილმა ამის შესახებ დღეს 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის რეორგანიზაციის გეგმას, განახლებულ შემადგენლობას და სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ინიციატივას, რომლის მიხედვითაც გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი განყოფილებები იხსნება, პარლამენტმა მხარი საგაზაფხულო სესიაზე დაუჭირა. 

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ჩვენ ვხსნით გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებას, სადაც გადაყვანილნი იქნებიან ის პირები, რომლებსაც კალენდარულად გათავისუფლებამდე დარჩათ 1 წელი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ პროფესიებს.გარდა ამისა, ამ დაწესებულებიდან მოხდება მსჯავრდებულთა გათავისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ ისინი იპოვიან მუდმივ სამუშაო ადგილს ან თუ ივლიან სასწავლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ასევე, მათ ექნებათ საშუალება, დატოვონ დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე და სადღესასწაულო დღეებში“, - თქვა კახა კახიშვილმა. 

კომენტარები