საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა რიადის მიმართულებით იემენიდან გასროლილი რაკეტა ჩამოაგდო

0 კომენტარი
ფოტო: Mersad news

საუდის არაბეთის თქმით მათ იემენიდან ჰუსიტი ამბოხებულების მიერ რიადის მიმართულებით ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.

ჰუსიტმა ამბოხებულებმა სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ რაკეტის სამიზნეს რიადის პრესიტიჟულ უბანში მდებარე სასტუმრო წარმოადგენდა.

გასულ თვეს საუდის არაბეთმა ჰუსიტების მიერ ნასროლი რაკეტები რიადის საერთაშორისო აეროპორტთან ჩამოაგდო.

გასულ კვირას გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, განაცხადა, რომ აქვს მტკიცებულება, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე მუშაობს და მათ ჰუსიტ ამბოხებულებს აწვდის. მტკიცებულებას ჰუსიტი ამბოხებულების მიერ რიადის მიმართულებით გასროლილი რაკეტები წარმოადგენს, რომლებიც მიზნის მიღწევამდე ჩამოაგდეს. სავარაუდოდ რაკეტები სწორედ ირანშია დამზადებული.

საუდის არაბეთი იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ კოალიციას 2015 წლიდან უდგას სათავეში. სამშაბათს გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის კოალიციის მიერ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმებმა 6 დეკემბრის შემდეგ სულ მცირე 136 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაეროს მონაცემებით 2015 წლის მარტში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ 5,500 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები