სამთავრობო ცვლილებები

"ზღაპრები და ჭორებია" - გახარია პრემიერად შესაძლო დანიშვნას უარყოფს

ვიცეპრემიერი გიორგი გახარია
ტაბულა

შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა, პრემიერმინისტრად დაინიშნოს. 

"არა, რა თქმა უნდა. ზღაპრები და ჭორებია", - განაცხადა გახარიამ.

რამდენიმე კვირაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვოს და მისი ადგილი გიორგი გახარიამ დაიკავოს.

კომენტარები