ავარია

სენაკში ავტოავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა

სენაკში ავტოავარიის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი გაირდაიცვალა. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელიც სავარაუდოდ ღორღით იყო დატვირთული, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები