სექსუალური შევიწროება

ლოს-ანჯელესის ქუჩებში მერილ სტრიპის საწინააღმდეგო პოსტერები გააკრეს

Hollywood Reporter

ლოს-ანჯელესის ქუჩებში დღეს მერილ სტრიპისა და ჰარვი ვაინშტაინის პოსტერები გააკრეს, რომლებზეც სტრიპს თვალები დაფარული აქვს და აწერია - "მან იცოდა".

პოსტერის ავტორები ოსკაროსან მსახიობს ადანაშაულებენ, რომ მან ყველაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ჰარვი ვაინშტაინი ქალებს სექსუალურად ავიწროებდა.

პოსტერების გაკვრის მიზეზად ასევე სახელდება მერილ სტრიპისა და როუზ მაკგოვანის კონფლიქტი.

როუზ მაკგოვანი ერთ-ერთია იმ ქალთაგან, რომელიც ვაინშტაინს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მაკგოვანმა მერილ სტრიპს თვათლმაქცი უწოდა, რადგან მისი თქმით ის ჩუმი პროტესტით არის დაკავებული. სტრიპმა მაკგოვანს წერილით უპასუხა, სადაც წერს, რომ მისი სიჩუმე იმით იყო გამოწვეული, რომ მან არაფერი არ იცოდა ჰარვი ვაინშტაინის დანაშაულების შესახებ.

კომენტარები