მთავრობა პარლამენტში

პრემიერი: მთავრობა ვალდებული იქნება, 10 000-ხელმოწერიანი Online პეტიციები განიხილოს

პარლამენტი

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ინტერნეტპეტიციების პორტალის დანერგვას აპირებს. მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა ვალდებული იქნება, განიხილოს ესა თუ ის პეტიცია და შესაბამისი პასუხი გასცეს მის ხელმომწერებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ვგეგმავთ ინტერნეტპეტიციების პორტალის დანერგვას, უკვე შექმნილია ichange.gov.ge, ასეთი პორტალი, სადაც 10 000 ხელმოწერის და ხელმომწერის შეგროვების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებული იქნება, განიხილოს ეს პეტიცია და დასაბუთებული პასუხი, დადებითი ან უარყოფითი, აცნობოს პეტიციის ხელმომწერებს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მთავრობა გეგმავს  ამ მიმართულებით არაერთი პლატფორმის შექმნას, რათა დიალოგისა და ჩართულობის საშუალებები იქნას შექმნილი და ცივილიზებული გზით შევძლოთ მოსახლეობის ჩართულობა მართველობის პროცესში,"- განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

ამ წუთებში, პარლამენტში უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტში მთავრობის სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს, ასევე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას განიხილავენ.

კომენტარები