საფრანგეთი

საფრანგეთის პარლამენტმა 2040 წლამდე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება აკრძალა

http://www.independent.co.uk

საფრანგეთის პარლამენტმა 2040 წლამდე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება აკრძალა. კანონის მიხედვით, საფრანგეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოვოვებაზე ლიცენზიებს აღარ გასცემს. აკრძალვა ფრანგულ კუნძულებსაც ეხებათ.

საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრის ნიკოლას ჰულოტის თქმით, კანონი აჩვენებს, რომ "ახლანდელ თაობებს შეუძლიათ, იზრუნონ მომავალ თაობებზე."

ახალ კანონს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვითერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. 

"ვამაყობ, რომ საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებაზე ნებართვების გაცემა შეაჩერა 2040 წლამდე." - წერია პოსტში. 

კანონი პარიზის ხელშეკრულების პირობებში მიიღეს და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გადაწყვეტილება, მეტწილად სიმბოლურია, რადგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება საფრანგეთის შიდა პროდუქციის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს.

კომენტარები