მთავრობა პარლამენტში

კვირიკაშვილი ჩატაევზე: გაუშვეს, რადგან მის საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ იყო

პარლამენტი

საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ახმედ ჩატაევი 2012 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ შეგროვდა. კვირიკაშვილმა ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას უპასუხა, ხომ არ ითვალისწინებს მთავრობაში ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს ახმედ ჩატაევის ჯერ საქართველოში შემოშვება, შემდეგ კი ციხიდან გათავისუფლება. 

"ჩატაევის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, უსაფრთხოების სამსახურს დიდი მადლობა ეკუთვნის, იმიტომ რომ მათ დიდი საფრთხე ააცილეს მშვიდობიან მოსახლეობას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოჩნდა, ამაზე მიდის გამოძიება და დასრულდება და გაიგებთ შედეგებს. 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში გადაისინჯა ეს საქმე, ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლების პირობებში არ იყო მომზადებული საკმარისი მასალა იმისთვის, რომ ეს ადამიანი პატიმრობაში დარჩენილიყო და პროკურატურამ მიიღო ეს [გათავისუფლების] გადაწყვეტილება". 

შშ-ის მიერ საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეყვანილი ახმედ ჩატაევი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. 

ვინ არის ჩატაევი, წაიკითხეთ ტაბულას მასალაში

კომენტარები