ავსტრალია

ავსტრალიაში ავტომანქანა 20-მდე ქვეითს დაეჯახა - დაკავებულია 2 პირი

CNN

ავსტრალიაში ავტომანქანა 20-მდე ქვეითს დაეჯახა. 14 დაშავებული, მათ შორის ერთი სკოლამდელი ასაკის ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავების განცხადებით, მანქანა მულბურნის ხალხმრავალ ქუჩაზე "განზრახ" შევარდა. პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა.

შემთხვევა 21 დეკემბერს, ავსტრალიის დროით 16:40 წუთზე მოხდა. ამ დროს, თვითმხილველის თქმით, ქუჩაზე 60-100 ადამიანი გადადიოდა.

"მანქანა, უბრალოდ, ადამიანების ჯგუფში შევარდა. ჩვენ ხმა გავიგონეთ და რომ მოვბრუნდით, დავინახეთ, როგორ მიფრინავდა ხალხი." - განაცხადა თვითმხილველმა.

ავსტრალიის პოლიცია ეჭვმიტანილთა შესაძლო მოტივაციაზე ჯერ არ საუბრობს.

კომენტარები