ბიუროკრატია

მთავრობამ 2013-2016 წლებში რბილ ავეჯსა და ჰიგიენის საგნებზე 123 მილიონი დახარჯა

flickr.com

ბიუჯეტის შესრულების 2016 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთავრობამ რბილი ავეჯის, უნიფორმებისა და პირადი ჰიგიენის საგნების შეძენაზე ჯამში 26,098,000 ლარი დახარჯა, რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. 

2013-2016 წლებში ბიუჯეტის აღნიშნული მუხლის შესრულება ასე გამოიყურება:

  • 2016 წელი - 26 მილიონი ლარი
  • 2015 წელი - 29.7 მილიონი ლარი
  • 2014 წელი - 28.3 მილიონი ლარი
  • 2013 წელი - 38.9 მილიონი ლარი
  • ჯამში 2013-3016 წლები - 123 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის აღნიშნულ მუხლში არაა მოცემული ზუსტი განაწილება თუ როგორ დაიხარჯა აღნიშნული თანხა რბილ ავეჯზე, უნიფორმებსა და ჰიგიენის საგნებზე.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა ხარჯებს, 2016 წელს მთავრობამ მივლინებებსა და წარმომადგენლობით (სარესტორნე ხარჯები, ოფიციალური ვიზიტორებისთვის საჩუქრების შეძენის ხარჯები და სხვა ხარჯები) ჯამში 89.9 მილიონი ლარი დახარჯა.

კომენტარები