ჩხუბი პარლამენტში

დაპირისპირება პარლამენტში - ხმაური კვლავ ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა

0 კომენტარი

მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტში ვიზიტს დღესაც დაპირისპირება მოჰყვა. ხმაური ამჯერადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას გამოსვლამ გამოიწვია.

მელიამ ტრიბუნიდან პრემიერმინისტრის გუშინდელი გინება გაიხსენა და თქვა, რომ ქართული ოცნება ახალისებს ძალადობას და ურთიერთქიშპობას.

„ეკა ბესელია საუბრობდა, რომ ღირსება არის უმნიშვნელოვანესი და ის უნდა დაიცვას მათ შორის პრემიერმინისტრმა. ათი მკვლელიდან რვა იძახის, ღირსება რომ დავიცავი, იმიტომ ჩავიდინე მკვლელობაო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე როდესაც გამოდის და მოუწონებს საქციელს პრემიერს, რომელიც საღი აზრისგან შორსაა, მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყანაში იქნება უმძიმესი. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ბატონი ოქიტაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა პირდაპირ ეთერში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს. ბატონო გიორგი, თქვენ მიეცით ამის მაგალითი, თქვენ დაუდეთ სათავე. თქვენს ადგილზე არ მოვიდოდი აქ, დავწერდი განცხადებას და წავიდოდი. ვერ აცნობიერებთ, რას დაუდეთ სათავე, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს” - თქვა ნიკა მელიამ.

გამოსვლამ უმრავლესობის წევრების აღშფოთება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში სხდომათა დარბაზში ხმაურიან სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იაგო კაჭკაჭიშვილი

კომენტარები