საქართველოს მთავრობა

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ გამოუცხადა.

კენჭისყრის შემდეგ საქართველოს ჰიმნი შესრულდა. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამადლობელი სიტყვით გამოვიდა.

"მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი", - თქვა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები