კომუნიკაციები

ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების შემოსავლები 2013-ის შემდეგ თითქმის განახევრდა

კადრი ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა"
ქართული ფილმი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების აბონენტთა რაოდენობა 40%-ით შემცირდა. ამ სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შემოსავლებიც დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული.

2013 წლის ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების აბონენტების რაოდენობა 1.143 მილიონი იყო, დღეს კი ის 689 ათასს შეადგენს. ამ კომპანიების ჯამური შემოსავლები 2013 წლის ოქტომბერში 6.5 მილიონი ლარი, 2017 წლის ოქტომბერში კი 3.8 მილიონი ლარი იყო. წარმოგიდგენთ ფიქსირებული სატელეფონო კომპანიების შემოსავლებს (ნაჩვენებია 4 უმსხვილესი კომპანია)

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მოსახლეობა სულ უფრო ნაკლები აქტიურობით იყენებს ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას.

ამავდროულად, შეინიშნება ტენდენცია, რომ გაგზავნილი sms-ების რაოდენობაც მცირდება, რადგანაც მომხმარებლები sms-ების უფასო ალტერნატივას ინტერნეტ ჩეთს უფრო აქტიურად იყენებენ.  

კომენტარები