სემეკი

პარლამენტმა დავით ნარმანია სემეკის კომისიის წევრად 83 ხმით აირჩია

facebook.com/pg/narmania.david

პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ სემეკში დავით ნარმანიას კანდიდატურას უყარა კენჭი. ნარმანიას სასარგებლოდ ხმა 83-მა დეპუტატმა მისცა, რის შედეგადაც ის სემეკის კომისიის წევრი გახდა. 

გიორგი მარგველაშვილმა დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს 14 დეკემბერს წარუდგინა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა:

"საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება." - შესაბამისად, თბილისის ყოფილი მერის სემეკში დასაქმების საკითხი არა პრეზიდენტმა, არამედ მთავრობამ მიიღო.

ნარმანიასთან ერთად სემეკის კომისიის წევრად გოჩა შონიაც აირჩიეს. 

სემეკის კომისიის წევრები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები არიან. თუ ნარმანია კომისიის წევრი გახდება მისი თვიური შემოსავალი 12-13 ათასი ლარი იქნება. 

კომენტარები