ავსტრალია

ავსტრალიის პოლიციამ ნარკორეალიზატორების დაკავებისას 1.2 ტონა მეტამფეტამინი ამოიღო

afp.gov.au

ავსტრალიის პოლიციამ ნარკორეალიზატორების დაკავებისას 1.2 ტონა მეტამფეტამინი ამოიღო. შემთხვევა, 19 დეკემბერს, დილით, გერალდტონის პორტში მაშინ მოხდა, როცა რეალიზატორებმა საქონელი გემიდან ხმელეთზე გადმოიტანეს. პოლიციამ ფაქტზე სულ 8 პირი დააკავა.

ოპერაცია, რომლისთვისაც სამართალდამცავები 6 თვე ემზადებოდნენ, ავსტრალიის ისტორიაში ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიის ამოღებით დასრულდა. ამოღებული მეტამფეტამინის ღირებულებამ $800 მლნ შეადგინა. ავსტრალიური მედიის ცნობით, ნარკოტოკული საშუალება რეალიზატორებს ქვეყანაში ჩინეთიდან შეჰქონდათ.

19 დეკემბრამდე ავსტრალიის პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტია 903კგ. იყო. მაშინ სამართალდამცავებმა რეალიზატორები მელბურნში დააკავეს.

კომენტარები