კომპიუტერი

Facebook ვირუსი video_xxxx.zip, რომელიც თქვენს კომპიუტერზე კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს


ფოტო: Getty Images

გასული დღეების განმავლობაში ათიათასობით ადამიანმა Facebook-ის ჩატში მეგობრისგან მიიღო ფაილი, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს - video_xxxx.zip. დაზიპული ფაილი ვირუსს შეიცავს და მისი გახსნის შემთხვევაში, ის თქვენს კომპიუტერს კრიპტოვალუტა Monero-ს გამომუშავებას აიძულებს და თქვენს მეგობრებს ვირუსის შემცველ ფაილს უგზავნის. 

რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ვიეტნამში, ფილიპინებზე, ტაილანდსა და ვენესუელაში გავრცელდა. 

კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Trend Micro-ს ინფორმაციით, ვირუსის სახელია Digmine და ის ვიდეოს ფორმით არის შენიღბული. 

კომპიუტერში შეღწევის შემდეგ Digmine ინტერნეტიდან იწერს და აინსტალირებს სხვადასხვა კომპონენტს, რათა მან კრიპტოვალუტა Monero გამოიმუშავოს და ის მის შემქნელებს გადაუგზავნოს.

Facebook-ი ამ ვირუსის გავრცელებას უკვე ებრძვის და დაინფიცირებული კომპიუტერიდან აღნიშნული ვირუსის გაგზავნის შემთხვევაში წერილს თავად შლის. 

კომენტარები