მართვის მოწმობა

მართვის მოწმობების გამოცვლის საბოლოო ვადა, 1 იანვრის ნაცვლად, 1 აპრილი იქნება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოცვლის საბოლოო ვადა 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლად 1 აპრილი იქნება. 

საკანონმდებლო ორგანომ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს მიიღო და გადაწყდა, რომ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა კიდევ რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდებათ. დაგეგმილი ცვლილებები, ასევე, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ეხება. 

მართვის მოწმობის გამოცვლის საბოლოო ვადის გადაწევის ინიციატივით მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი გამოვიდა. 

საგზაო მოძრაობის კანონში აღნიშნული ცვლილება მთავრობამ 2014 წელს შეიტანა და მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება. ევრორეგულაციის მიხედვით, მართვის მოწმობები ვადიანია და მათი ეტაპობრივი განახლება მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული გადამოწმების შედეგად ხდება. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად საქართვრლოშიც მართვის მოწმობების განახლებისთვის მხოლოდ ჯანმრთელბის ცნობა - ფორმა 100 არის საჭირო.

ასევე წაიკითხეთ, რა პროცედურები უნდა გაიაროთ, რათა 2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობები გამოცვალოთ.

კომენტარები