კრიმინალური ავტორიტეტები

აშშ-ში ტაივანჩიკის, კალაშოვისა და ლაშა შუშანაშვილის მიმართ სანქციები ამოქმედდა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 10 ე.წ კანონიერი ქურდისა და მათთან დაკავშირებული 2 პირის წინააღმდეგ სანქციები მიიღო. სიაში სხვებთან ერთად ალიმჯან ტოხტახუნოვი იგივე ტაივანჩიკი და ზაქარია კალაშოვი იგივე ახალგაზრდა შაქროც მოხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. 

სიაში ასევე მოხვდა ქართველი ლაშა შუშანაშვილიც, ამასთან იური პიჩუგინი, რუბენ ტატულიანი, ვლადიმერ ტიურინი, ვასილ ხრისტოფოროვი, კამჩიბეკ კოლბაევი, ვლადისლავ ლეონტიევი და გაფურ რახიმოვი. 

უწყების მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ფინანსური თუ სხვა სახის ტრანზაქციების განხორციელება ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან, ამასთან, მათ გაეყინებათ ნებისმიერი თანხა, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ანგარიშზე იქნება ასახული. 

2011 წლის მაისში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თბილისის მერი კახა კალაძე ე.წ კანონიერ ქურდ ტაივანჩიკს პირადად იცნობს. რუსული მედიის ცნობით, კალაძე და კრიმინალური ავტორიტეტი მილანში დამეგობრდნენ.

 

კომენტარები