ავარია

ქობულეთში 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

Getty Images

ქობულეთში სოფელ ბობოყვათში 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

მოზარდი საავადმოყოფში არის გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები