საპოლიციო კონტროლი

საპოლიციო რეიდის გამო ახმეტაში მცხოვრები 31 წლის ქალი რეანიმაციაში მოხვდა

რადიო ათინათი

საპოლიციო რეიდის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა ახმეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 31 წლის თინათინ შენგელია. ის ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ოჯახი ახმეტის პოლიციის თანამშრომლების დაკითხვას ითხოვს. 

"გავიღვიძე, ვიღაცები დაბოდიალობენ შიგნით. ვერ მოვედი აზრზე ახალგამოღვიძებული რა ხდებოდა. ირონიულად, დამახინჯებული სახელით მომმართავდნენ. ჩემს რძალს, ძმას და 1 წლის ბავშვს სადაც ეძინათ, იქ ატრიალებდნენ თურმე ამ რაღაცებს, აწიოკებდნენ. ეს ხალხი რომ დაინახა, შიშის გამო ჩაუწყდა ჩემს რძალს კაპილარი", - ამბობს თინათინ შენგელიას მაზლი. 

ხოსიაშვილების სახლში შსს-ის თანამშრომლები დასათვალიერებლად 22 დეკემბერს, გამთენიისას შევიდნენ, ისინი იარაღს ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ ამ საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა, ნათქვამია, რომ "ოჯახის წევრი ერთ-ერთი ქალბატონი შემოწმების დასრულების შემდეგ, დღის ბოლოს, შეუძლოდ გახდა". ეს თინათინ შენგელიას ოჯახის წევრის მონათხრობს ეწინააღმდეგება. 

საქმეზე მოკვლევა შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. 

კომენტარები