ქრისტეშობა 2017

15-დან 10 მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 25 დეკემბერს ზეიმობს

ქრისტეშობა

25 დეკემბერს ქრისტეშობას 10 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია იზეიმებს:

კონსტანტინოპოლის

ალექსანდრიის

ანტიოქიის

საბერძნეთის

კვიპროსის

რუმინეთის

ბულგარეთის

ალბანეთის

ჩეხეთ-სლოვაკეთის

ამერიკის
 

7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:

იერუსალიმის

რუსეთის

საქართველოს

სერბეთის

პოლონეთის

10 ეკლესია, უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, იმ ხუთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარები