ხანძარი სასტუმრო რუმსში

კალაძის ინფორმაციით, სასტუმრო რუმსში ხანძარი ლოკალიზებულია

ტაბულა

თბილისის მერის თქმით, სასტუმრო რუმსში ხანძარი ლოკალიზებულია. კახა კალაძე სასტუმროში მას შემდეგ მივიდა, რაც აქ ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო რუმსში ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მე-5 სართულიდან გავრცელდა, თუმცა ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი უცნობია.

ამ დროის ინფორმაციით, მეხანძრეები კვლავ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა, შენობის გარე ფასადიდან ცეცხლი არ ჩანს. 

სასტუმროში მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მუშაობას განაგრძობს. 

კომენტარები