ზვიად რატიანის ცემა

პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთავი 2

პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას, რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, „რატიანს ტვინის შერყევა აქვს და წოლითი რეჟიმი ქონდა, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლისთანავე ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებებში და მისი მდგომარეობა გაუარესდა.“

რატიანი საავადმყოფოში სასწრაფოს დახმარების მანქანით გადაიყვანეს. დღეს გაიმართა რატიანის სასამართლო პროცესი, თუმცა მან ჯანმრთელობის მსგომარეობის გამო ევრ მოახერხა დასწრება და ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, პროცესი 17 იანვრისთვის გადაიდო.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს და სცემეს, გუშინ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატიანის თქმით, სამართლადამცავების გაღიზიანება მისი ქურთუკის ფერმა გამოიწვია. ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. მას დაკავებისას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. შსს-ის განცხადება და საქმის დეტალები წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები