სერენა უილიამსი

11-თვიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსი ჩოგბურთს უბრუნდება

brightlifego.com

11-თვიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსი ჩოგბურთს უბრუნდება. დაბრუნება აბუ-დაბიში, მუბადალას ჩემპიონატზე, შაბათს, 30 დეკემბერს შედგება. ჩოგბურთელისთვის მშობიარობის შემდეგ ეს პირველი თამაში იქნება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სწორედ აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე ვბრუნდები, მას შემდეგ, რაც სექტემბერში ქალიშვილი შემეძინა." - განაცხადა უილიამსმა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ტაიმაუტი ორსულობის გამო აიღო. ბოლო თამაში სერენამ 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც ფინალში თავისი და ვენუსი დაამარცხა. ჩემპიონატის დროს ჩოგბურთელი ორი თვის ორსული იყო. გამარჯვებამ სერენას 23-ე გრან სლემი მოუტანა.

სერენა უილიამსისა და მისი მეტოქის ჯელენა ოსტაპენკოს შეხვედრას 30 დეკემბერს, მუბადალას ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, ისტორიული ხასიათი აქვს, რადგან აქამდე ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მხოლოდ კაცები იღებდნენ.

კომენტარები