ლომარ ნიგურიანი

ენმ-ის მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც ჩაცხრილეს, გარდაიცვალა

flickr

ნაციონალური მოძრაობის მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, ლომარ ნიგურიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ენმ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს. 

ნუგურიანი დღეს ჩაცხრილეს. 

დეტალები, რა ვითარებაში დაიღუპა ენმ-ის წევრი, ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას აზუსტებს და უახლოეს წუთებში გაავრცელებს. 

ტაბულა დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. 

კომენტარები