შეზღუდვები გზებზე

27 და 28 დეკემბერს რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. რის გამოც, 2017 წლის 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე.


სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შესაძლებელი იქნება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოვლით გზაზე. ამ დროის განმავლობაში რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები