კრიმინალი

ილიაუნიში მოკლული ლექტორის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

ილიაუნიში მოკლული ლექტორის, მარიკა წივწივაძის, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება და დაობლებული შვილისთვის სრულწლოვნებამდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დააკისრა. მკვლელობაზე სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება მარიკა წივწივაძის დედამ თალიკო თხელიძემ მოითხოვა. ინფორმაცია ტაბულას ადვოკატმა სოფო გოგიშვილმა დაუდასტურა.

"თალიკო თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ" - საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში დაიგზავნა. სარჩელში მოპასუხე მხარე საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. სოფო გოგიშვილის თქმით, საქმეზე ორივე მხარის კითხვები სტრასბურგში უკვე დაიგზავნა.

საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 დეკემბერს გამოიტანა. შსს-ს განაჩენის გასაჩივრება უახლოესი 14 დღის განმავლობაში შეუძლია.

შეგახსენებთ, მარიკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა ილიას უნივერსიტეტის დერეფანში 2014 წლის ოქტომბერში ესროლა. ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამაკაცმა კი თავი მოიკლა.

კომენტარები