საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის ძალოვან უწყებებს შორის თანმშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებიც.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევს უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა წარმატებულად შეიძლება შეფასდეს.
მხარეებმა შეხვედრაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პოტენციალიც განიხილეს.
საინტერესოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რამდენიმე დღის წინ ილჰამ ალიევმა ახალ ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა შეხვედრა.