სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სუს-მა თბილისის სპეცოპერაციისას დაკავებულის და ლიკვიდირებულების გვარები დაასახელა

ლევან ჩუგოშვილი

სუს-მა დღეს ინფორმაცია თბილისის 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებულის და ლიკვიდირებულების ვინაობა დაასახელა. 

ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. რაც შეეხება ლიკვიდირებულთა ვინაობას, ისინი არიან: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

სუს-ის ცნობით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. 

"საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა". 

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე 21-22 ნოემბრის ჩატარდა. დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, რომელიც რამდენიმე საათში კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარები